воскресенье, 1 июня 2014 г.

ჩემი პორტფოლიო

მერვე დღე

დღევანდელი  დღე  ძალიან  სახალისოდ  დასრულდა. დღეს  დავამთავრეთ მუშაობა  ჩვენს  პროექტზე,  ჩვენი  საქაღალდე  გადავაგზავნეთ  ჩვენს  ელ.ფოსტაზე.გავალამაზეთ  ჩვენი  პროექტის  მთავარი  გვერდი.
ქალბატონო  ნინო,  დიდი  მადლობა  ასეთი  საინტერესო  ტრენინგისათვის!

суббота, 31 мая 2014 г.

მეშვიდე დღე

დღეს  გავეცანით  მეექვსე  მოდულს. შევქმენით  სასწავლო  პროექტის  დამხმარე  რესურსები.პროექტის  გეგმაში  შევავსეთ  დიფერენცირებული  სწავლების  გეგმა. გავეცანით  ერთმანეთის  კომენტარებს.ვისწავლეთ  ბლოგზე  ახალი  გვერდების  შექმნა  და  რედაქტირება. გავეცანით  ახალ  ict.tpdc.ge  საიტს. საშინაო  დავალებაც  გვაქვს - რესურსებში  უნდა  წავიკითხოთ დიფერენციაციის  შესახებ. დღეს  მართლა  ძალიან  საინტერესო  დღე იყო, და  მგონი,  ბევრად  ადვილად  გავართვით  თავი. ძალიან  ჭკვიანი  გოგოები  გვყავს! მართლა  ძალიან  ბევრი  გვასწავლა  ჩვენმა  ტრენერმა.  დიდი  მადლობა!!! 

понедельник, 26 мая 2014 г.

სერგეი ესენინი საქართველოში

მეექვსე დღე

დღეს შევქმენით  მოსწავლის  სავარაუდო პრეზენტაცია.  ვიმუშავეთ ამ  ნაშრომის  შეფასების  რუბრიკებზე  და  შევინახეთ  ჩვენს  საქაღალდეში. დღევანდელი  დღეც  ძალიან  საინტერესო  იყო!

понедельник, 12 мая 2014 г.

მეხუთე დღე

დღეს  ძალიან  ბევრი  და  საინტერესო  რამ ვისწავლეთ! გავეცანით  მესამე  მოდულის  ინტერნეტ-კავშირებს,ვისწავლეთ  პრეზენტაციის  ატვირთვა  Google-drive -ში,  Emped- კოდის  ჩასმა  ბლოგზე.ვისწავლეთ  ბლოგზე ფონის შეცვლა.გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია  ინტერნეტში.ვისწავლეთ  მულტიმედიური  რესურსების  განთავსება  ბლოგზე.დავაარქივეთ  ჩვენი  საქაღალდე  და  გადავაგზავნეთ ჩვენს  ფოსტაზე.  დღემ  ძალიან  ნაყოფიერად  ჩაიარა.